ევროპის საბჭომ რუსეთს წარმომადგენლობის უფლება შეუჩერა. ინიციატივას მხარი 47-დან 42-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა.
ინიციატივის ავტორები უკრაინა და პოლონეთი იყვნენ.
„დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს კონვენციების ნაწილად რჩება, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის ნაწილად.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთიდან არჩეული მოსამართლეც რჩება სასამართლოს წევრად, შესაბამისად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შესული საქმეების განხილვა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა გაგრძელდება. გარიცხვა არ არის საბოლოო ზომა, ის დროებითია, რათა კომუნიკაციის არხები დარჩეს ღია“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.