ირლანდია უკრაინას უვიზო მიმოსვლას უწესებს – ამის შესახებ ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა, ჰელენ მაკენტიმ თქვა და განმარტა, რომ დაწესებული სავიზო მოთხოვნები დაუყოვნებლივ გაუქმდება.
მინისტრის თქმით, ეს გაამარტივებს მიმოსვლას ირლანდიის მოქალაქეებისა და მათი უკრაინელი ოჯახის წევრებისთვის, ასევე, უკრაინის მოქალაქეებისა და ირლანდიაში მცხოვრებლებისთვისაც.
მინისტრმა განმარტა, რომ ეს გადაუდებელი ღონისძიება იქნება ყველა უკრაინელისთვის, რომელიც ირლანდიაში მიემგზავრება.
“ადამიანებს, რომლებსაც უკრაინის დატოვება და ირლანდიაში გამომგზავრება სურთ, ქვეყანაში ვიზის გარეშე შეეძლებათ შემოსვლა, თუკი მიიჩნევენ, რომ გამომგზავრება უსაფრთხოა. მათ, ვინც ირლანდიაში უვიზოდ შემოვლენ, საკუთარი სტატუსის დასარეგულირებლად 90 დღე ექნებათ”, – თქვა მაკენტიმ.