პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, პოლონეთმა უკრაინისთვის შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მიწოდება დაიწყო სახმელეთო გზით.
„კოლონა საბრძოლო მასალებით, რომელსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ, უკვე მეზობლებთან მივიდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს, ვართ სოლიდარულები და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას“ – დაწერა „ტვიტერზე“ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
Konwój z amunicją, którą przekazujemy Ukrainie dotarł już do naszych sąsiadów. Wspieramy Ukraińców, jesteśmy solidarni i stanowczo sprzeciwiamy się rosyjskiej agresji. pic.twitter.com/Wx5zoXBnBe— Mariusz Błaszczak (@mblaszczak) February 25, 2022