ბრიუსელში, ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტი გაიმართა, სადაც რუსული ინტერვენციის შედეგად, უკრაინაში შექმნილ მგდგომარეობაზე იმსჯელეს.
ნატოს სამიტზე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოვიდა მოწოდებით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ გაითიშოს SWIFT-ის საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან.
“პრემიერმა დაჟინებით მოუწოდა ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები რუსეთის SWIFT-იდან გათიშვისთვის, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინს და მის რეჟიმს”, – აცხადებს ბორის ჯონსონის პრესსპიკერი.