იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერით ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა იტალიელ კოლეგასთან და ლუიჯი დი მაიოსთან: ჩემმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვას – წერს კულება.
რუსეთის Swift-დან ჩახსნის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოთქვამს გერმანიაც. ინფორმაციას უცხოური მედია გერმანიის ფინანსთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელსი წერს, რომ საფრანგეთიც ასევე თანახმაა, რუსეთი SWIFT-გან გათიშონ.
გონჩარენკო წერს, რომ მისი ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი თანხმაა, ეს ნაბიჯი გადადგას.
“საფრანგეთი თანახმაა! ფრანგმა დეპუტატმა ახლახან მომწერა, რომ ეკონომიკის მინისტრი თანახმაა, რომ რუსეთი SWIFT-გან გათიშონ”,- წერს გონჩარენკო
SWIFT-იდან რუსეთის გათიშვის მომხრეა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონიც.
“მოვუწოდე NATO-ს ლიდერებს, მიიღონ ზომები SWIFT-ის წინააღმდეგ, რათა პუტინსა და მის რეჟიმს მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი Facebook-ზე წერს.