ერთ-ერთი მთავარი რუსული პროპაგანდისტული გადაცემა “Время покажет”-ს ეთერში საქართელოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება განიხილეს. საუბარია განცხადებაზე, როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველო არ შეუერთდება.
გადაცემის წამყვანმა არტიომ შეინინმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება წარმატებული რუსული სამხედრო ოპერაციების შედეგია.
გარდა ამისა, წამყვანმა უკრაინასა და საქართველოში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს სამშვიდობო ოპერაციები უწოდა.
“მაინც რა კარგად მუშაობს წერტილოვანი სამხედრო სამშვიდობო ოპერაციები. როგორ ურეცხავენ ისტორიული თვალსაზრისით ადამიანებს ტვინს. აი, ნახეთ 2008 წელს, როცა იყო წინა სამშვიდობო ოპერაცია საქართველოსთან, რაღაც ნატო შმატო და ასე შემდეგ… ახლა ერთი ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება. როგორ ფიქრობთ, რომელი ქვეყნის პრემიერმა თქვა?! საქართველოსი! პრემიერმა ღარიბაშვილმა. ანუ სპეციალური წერტილოვანი ოპერაციები 14 წლის შემდეგ მუშაობს, იმ ადამიანებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანი ქვეყნის ხალხისა და ეკონომიკის წინაშე, ანუ გონს მოდიან”, – თქვა გადაცემის წამყვანმა.