ერდოღანი დასავლეთს უმოქმედობაში ადანაშაულებს:
ნატოს ბლოკმა უფრო კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და არ შემოიფარგლოს მხოლოდ უკრაინის შესახებ განცხადებებით. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში პარასკევის ლოცვის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.თურქეთის ლიდერის თქმით, სამწუხაროდ, ევროკავშირს და ყველა მათ, ვისაც აქვს პროდასავლური შეხედულებები, ჯერ არ გამოუჩენია სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია უკრაინის საკითხზე.„ეს ყველაფერი ძალიან კარგად იყო. კონკრეტული ნაბიჯები არ არის. რჩევები კვლავ ჟღერს. ამ საკითხზე ნაბიჯები ნატოს დღევანდელ სამიტზე განიხილება“, – განაცხადა ერდოღანმა