მტერი შტურმისთვის ემზადება, მძიმე ღამე გველოდება, კიევი არ უნდა დავკარგოთ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ ბევრი ქალაქია: ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, დონბასი, სამხრეთ უკრაინა და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ კი კიევი იქნება.
“არ შეიძლება დედაქალაქის დაკარგვა.
რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი წინააღმდეგობა გატეხოს. ამ ღამით მტერი შტურმზე წავა.
ჩვენ უნდა გავძლოთ!
არ არის და არც შეიძლება არსებობდეს ისეთი სიმართლე, რომელსაც შეუძლია ახსნას, რატომ ბომბავენ რუსები საბავშვო ბაღებსა და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას. ეს რა ომია უკრაინულ ბაღებში უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ? ვინ არიან? ისინიც ნეონაცისტები არიან თუ NATO-ს ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთს ემუქრებოდნენ?” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.