ოკუპანტებმა კიევზე შეტევა დაიწყეს – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შულიავკის რაიონსა და კიევის ზოოპარკში უწყვეტი სროლის ხმა ისმის.
ხანძარია კიევის მეტროსადგურ ბერესტეისკაიასთან, სადაც აფეთქებები არ წყდება.
“სასწრაფოდ თავშესაფარში!” – უკრაინის კომუნიკაციების სამხედრო სპეცსამსახურის ცნობით, კიევში – შულიავკასა და ზოოპარკის ტერიტორიაზე ბოლო 10 წუთში 50-ზე მეტი გასროლა და აფეთქება დაფიქსირდა.
სახელმწიფო სპეცსამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საფრთხე საკმაოდ სერიოზულია, რის გამოც დაუყოვნებლივ თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებენ, რათა საკუთარი და ახლობლების სიცოცხლე გადაარჩინონ.
ზელენსკიმ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კიევი არ უნდა დაკარგონ.