სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივითა და ორგანიზებით ა.წ. 27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინმაძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით.
ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს.
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთისსათნო საქმეში.
საკონტაქტო ინფორმაცია: +995599743547