რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციას, რომელსაც დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ხელმძღვანელობდა, არ მისცეს უფლება შვედეთისა და ფინეთის საჰაერო სივრცით ესარგებლათ. რუსი პარლამენტარები კუბაზე ოფიციალური ვიზიტიდან ბრუნდებოდნენ.
„თვითმფრინავს მოუწია დიდი მარყუჟი გაეკეთებინა და რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთის მხრიდან დაბრუნებულიყო“ – განაცხადა დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ. მისი თქმით, ეკიპაჟს დამატებითი საწვავი რომ არ მოემარაგებინა, დეპუტატები შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყვნენ ფრენის მოულოდნელი გახანგრძლივების გამო.
25 26 თებერვალს რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, ჩეხეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შესახებ.