უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლების კოლონას რაკეტებით დაარტყეს – განადგურდა დაახლოებით 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა.
მათივე ცნობით, რუსებზე თავდასხმა ჩერნიგოვის რაიონში, გოროდნიას მიდამოებში მოხდა.
“ხანძრის შედეგად რუსული არმიის ნაწილებმა დანაკარგი განიცადეს. მათ აქვთ პერსონალის დიდი დანაკარგი, ბევრია დაჭრილი“, – ნათქვამია განცხადებაში.