უცხოურ ტელეგრამ-არხებში გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ისინი წერენ, რომ ექიმებმა ჟირინოვსკი წამლისმიერ კომაში შეიყვანეს იმისთვის, რომ შემდეგ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეეერთებინათ.
ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის პარტიაში უარყოფენ – “ვლადიმერ ვოლფოვიჩის მდგომარეობა სტაბილურია”, – აცხადებენ პარტიაში.
ცნობისთვის, ჟირინოვსკი საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით, ორმხრივი პნევმონიითა და ფილტვის 75%-იანი დაზიანებით 2 თებერვალს გადაიყვანეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებას ის 2 კვირის განმავლობაში მალავდა.
რუსული მედიის ცნობით, 2 წლის განმავლობაში, ჟირინოვსკი რუსული “სპუტნიკით” რვაჯერ აიცრა.