ევროკავშირი, აშშ, დიდმა ბრიტანეთი და კანადა რუსეთს მკაცრი სანქციებს უწესებს.
- პირველი: რუსული ბანკები გაითიშება SWIFT-ის სისტემიდან. ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას საერთაშორისო ბაზარზე და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს.
- მეორე: წესდება შემზღუდავი ზომები, რომლებიც ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს, ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო რეზერვებზე. ეს ნიშნავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. ჩვენ გავყინავთ მათ ტრანზაქციებს. რუსული ბანკებისთვის შეუძლებელი გახდება, ლიკვიდურად აქციოს თავისი აქტივები.
- მესამე: იმუშავებენ, რომ რუს ოლიგარქებს აეკრძალოთ თავიანთი ფინანსების გამოყენება დასავლურ ბაზრებზე.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა ასევე შეებრძოლებიან დეზინფორმაციას და ჰიბრიდული ომის სხვა გამოვლინებებს.