“გვაქვს ორი ვარიანტი: დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი ან დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ფასს გადაიხდის”- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებას CNN-ი ავრცლებს. ბაიდენი პირობას დებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო დიდ ფასს გადაიხდის როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში.
ბაიდენი თვლის, რომ სანქციები ერთადერთი საშუალებაა რუსეთის დასასჯელად.
ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს – დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ფიზიკურად ვეომოთ რუსეთს, ან მეორე – დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც სამართლის წინააღმდეგ მოქმედებს, ამისთვის ფასს გადაიხდის“, – განაცხადა ბაიდენმა.