ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ რაკეტა ისროლა – ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
გამოცემა Daily Mail სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთით, იაპონიის ზღვის მიმართულებით გაურკვეველი ჭურვი გაუშვა. ეს კი, მათი ინფორმაციით, მას შემდეგ მოხდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის გამოცდის შვიდი რაუნდი გაიარა.