“მე მქონდა სატელეფონო საუბარი ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ორი წელია არ გვისაუბრია. დღეს კი დიდხანს და საგნობრივად ვისაუბრეთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუკაშენკოსთან საუბრის შესახებ განაცხადა.
„მე დეტალურად ავუხსენი მას ჩვენი დაპირისპირების შეუძლებლობა. არ მინდა რომ რაკეტები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები ბელარუსიდან უკრაინაში მოფრინავდნენ. არ მინდა რომ სამხედროები ბელარუსიდან უკრაინაში მოდიოდნენ, და მან ამაში დამარწმუნა.
მოლაპარაკებაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ მომმართა, რომ უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები მდინარე პრეპიატზე შეხვდნენ, ხაზს ვუსვამ: ყველანაირი პირობის გარეშე. გულწრფელად გეტყვით: როგორც ყოველთვის დიდად არ მჯერა ამ მოლაპარაკების შედეგიანობის, მაგრამ მოდი სცადონ. იმისთვის რომ შემდეგ უკრაინის არც ერთ მოქალაქეს არ გაუჩნდეს ეჭვი, რომ მე როგორც პრეზიდენტმა არ ვეცადე ომის შეჩერება, როცა იყო მცირე შესაძლებლობა მაინც. და სანამ ჩვენი ბიჭები იქ არიან, პრეზიდენტი აქ ვარ, ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, პრემიერი აქ არის, ჯარი აქ არის. ჩვენ ყველა დავიცავთ სახელმწიფოს და ჩვენს საზღვრებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ სამხედროებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინისთვის იბრძვიან, აუცილებლად გადაუხდიან საკადრის მადლობას.
“ჩვენს სამხედროებს, რომლებსაც ხელში იარაღი უკავიათ თვეში 100 000 გრივნას გადავუხდით, რათა მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ქვეყანა მათი მადლიერია. ასე იქნება ომის დასრულებამდე” ყველაზე დიდი თვითმფრინავის დაკარგვაზე “გუშინ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი “ოცნება”. მაგრამ ეს ძველი ოცნება იყო, ახალს კი ახლა ვაშენებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.