ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დასავლეთს დასცინის და სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კადიროვი ტელეგრამის ოფიციალურ არხზე ავრცელებს.
წერს, რომ დასავლეთს “შეცდომების გამოსასწორებლად” ვადას 31 თებერვლამდე აძლევს. ასევე, მოითხოვს, რომ ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ თრასიმ, ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა და უმაღლესმა ევროკომისარმა ჯოსეფ ბორელმა ჩეჩნეთის წინააღმდეგ გამოთქმული შეურაცხმყოფელ განცხადებებზე უარი თქვან.
მის მიერ შედგენილი სანქციების სია კი ასეთია:
- ჩეჩნეთის ცა იხურება დასავლეთის ქვეყნების თვითმფრინავებისთვის;
- ბორის ჯონსონს ჩეჩნეთის ბანკში, რუბლში გახსნილი ყველა აქტივი დაებლოკება;
- დაწესდება ემბარგო ბრიტანელი ოლიგარქების აქტივებზე აჩხოი მარტანში, განმეორების შემთხვევაში კი – სამაშკში.
- ასავე, კადიროვი არ აღიარებს ბრიტანული ჩაის არსებობას.
“ეს იქნება მაგალითი, სხვა ქვეყნებისთვისაც, რომ სანქციების დაწესებამდე დაფიქრდნენ” – წერს კადიროვი და განმარტავს, რომ ამით ის დასავლეთის მხრიდან რუსეთიდადმი დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.