ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში, ბელგოროდის რაიონში, რომელიც ესაზღვრება ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის რეგიონებს, რუსმა სამხედროებმა ბუნტი მოაწყვეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფაქტობრივად, 5000-მდე საკონტრაქტო ჯარისკაცმა, რომლების მობილიზაცია ნაჩქარევად მოხდა უკრაინაში გასაგზავნად, უარი თქვა პუტინისთვის საბრძოლველად უკრაინის ტერიტორიაზე.
მეამბოხე სამხედროები უკრაინაში საომარ მოქმედებებზე უარს ხსნიან იმით, რომ მსგავსი რამ მათ კონტრაქტში გათვალისწინებული არ იყო.