კიევში დილის 08:00 საათიდან სასურსათო მაღაზიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებგამოცემა UNIAN ტელეგრამ არხში KSCA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მეტროში მატარებლები ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით ნაკლები სიხშირით იმოძრავებს.
KSCA მოსახლეობას სთხოვს არ გამოვიდნენ გარეთ და არ გადაადგილდნენ ქალაქში საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში.
“გაითვალისწინეთ, რომ კომენდანტის საათი არ მოხსნილია. 28 თებერვლიდან იგი გაგრძელდება, როგორც ადრე იყო განსაზღვრული, 22:00 საათიდან 07:00 საათამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, წუხანდელმა ღამემ ზოგადად კიევში მშვიდად ჩაიარა, იყო რამდენიმე შეტაკება და ბრძოლა დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებთან.