რუსებმა სუმის რეგიონის ქალაქ ოხტირკაში ვაკუუმ-ბომბები ჩამოაგდო, რომელიც მთელ მსოფლიოშია აკრძალული – ინფორმაცია ამის შესახებ ოხტირკისმერმა, პავლო კუზმენკომ დაადასტურა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი აკრძალული ბომბი ნავთობის საცავში აფეთქდა.
“მტერი აწარმოებს საზიზღარ ომს. ვაკუუმური ბომბი კვლავ ჩამოაგდეს ოხტირკაზე, ააფეთქეს ნავთობის ავზები”, – განაცხადა კუზმენკომ.
მერმა აღნიშნა, რომ ვაკუუმური ბომბები ჟენევის კონვენციითაა აკრძალული.