ექიმი ტრვმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებს წარსულში ცხინვალში ჰყავდათ დაკავებული, აცხადებს, რომ უკრაინაში მიდის. ის ამბობს, რომ უკრაინას დაეხმარება, როგორც ექიმი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს ყველას, ვისაც ქვეყნის დახმარება სურს. ამისთვის მათ ადგილობრივ საელჩოებს უნდა დაუკავშირდნენ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ აქტიურად უტევს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის, კიევს. უკრაინის შსს-ს ცნობით, რუსეთის დაწყებულ ომს უკვე ემსხვერპლა 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 14 ბავშვი.
წყარო : ნეტგაზეთი