მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული გაერთიანება იუწყება, რომ Anonymous-ის ერთ-ერთმა ჯგუფმა, NB65-მა დაჰაკა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, „როსკოსმოსის“ საკონტროლო ცენტრი და რუსეთს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ სადაზვერვო სატელიტებზე.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების გამო, 25 თებერვალს Anonymous-მა რუსეთის მთავრობას და სახელმწიფო ორგანოებს კიბერომი გამოუცხადა. მას შემდეგ, ანონიმუსის კიბერშეტევის სამიზნე 1 500-მდე ვებგვერდი, არაერთი სახელმწიფო უწყების სისტემა და მონაცემთა ბაზა გახდა.
„Anonymous ოფიციალურად ჩართულია რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ კიბერნეტიკულ ომში“, – წერია დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ანონიმუსი” საერთაშორისო ჰაკტივისტური დაჯგუფებაა, რომელიც სრულად დეცენტრალიზებულია და მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ჰაკერს, აქტივისტსა და ჟურნალისტს აერთიანებს.