პირველად ომის შვიდი დღის განმავლობაში უკრაინული შენაერთები შეტევაზე გადავიდნენ და მიიწევენ გარლოვკისკენ. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სასიხარულო ამბავია. ჩვენი ქვედანაყოფების უმეტესობა პოზიციებს ინარჩუნებს, ჩვენი ერთ-ერთი ბრიგადა კი გარლოვკის გარეუბანში დაწინაურდა“, – განაცხადა ალექსი არესტოვიჩმა.
რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, არესტოვიჩმა დასძინა, რომ შეჩერებულია რუსული ჯარების მოძრაობა ჩერნიგოვისა და სუმის მიმართულებით.
როგორც პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, კიევის ჩრდილო-დასავლეთით, რუსები აგრძელებენ ძალების კონცენტრირებას დედაქალაქზე შემდგომი თავდასხმებისთვის. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალები საარტილერიო დარტყმებს აყენებენ.
„ხარკოვში მტერი ქალაქს რამდენიმე რაკეტას და თვითმფრინავს ესვრის. „ამოცანაა ქალაქის ფსიქოლოგიურად გატეხა“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.