საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი განაცხადა, რომ გუშინ, გვიან ღამით, თავის უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი საქართველოშ მალე დაბრუნდება.
„გუშინ გვიან ღამით შედგა ჩვენი კომუნიკაცია. ჩემი გაკვირვება კიდევ ერთხელ მასთან დავაფიქსირე და აღვნიშნე, რომ ამ სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი და ემოციური იყო. მინისტრს ვთხოვე, კიდევ უფრო სიღრმისეულად გაანალიზონ, თუ რა განწყობებს და ასოციაციებს გამოიწვევდა ის, როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
მაქვს განცდა, რომ მას სრული გაგება აქვს ამის. გარკვეულწილად იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება ისე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეესაბამება და იმედი მააქვს, ელჩი მალე დაბრუნდება“, – განაცხადა ზალკალიანმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.