პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის აზრით, უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა გაუმართლებელი და სრულიად ალოგიკურია მრავალი მიზეზის გამო.
ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის საასარგებლო პოზიცია დააფიქსირეს”, – თქვა მან.