გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხარკოვიდან, 78 ობოლი ბავშვი გამოიყვანეს.
„არ იციან რა უყონ. თუ ვინმეს გინდათ შვილება, ან დახმარება გამაგებინეთ გთხოვთ. მარტო თქვენი მზადყოფნა არ ეყოფა, მაგრამ რომ ვიცოდე ვინ არის მზად, მერე რამეს ვცდით,“ – წერს გიორგი არველაძე.
შეგახსენებთ, უკვე მე-8 დღეა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.