გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, რუსული ჯარი უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვულ ობიექტს უახლოვდება.
„რუსული ჯარი ახლა უკრაინის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტიდან 30 კილომეტრში არიან და უახლოვდებიან მას“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
უკრაინული „ენერგოატომის“ ცნობით, ქვეყნის სიდიდით მეორე ბირთვული ობიექტი, ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხით, ნიკოლაევის ოლქში მდებარე „სამხრეთ უკრაინული ატომური ელექტროსადგურია“.
„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეაჩეროს ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, დაასრულოს ომი და შეწყვიტოს უსინდისო თავდასხმები უკრაინელ ხალხზე“, – ამბობს ლინდა თომას-გრინფილდი.