მას შემდეგ, რაც რუსეთში Facebook-ი დაბლოკეს., რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები ოფიციალურ “ინსტაგრამ” გვერდებს ნელ-ნელა ემშვიდობებიან. ისინი აუდიტორიის მოზიდვას ახალ გახსნილ Telegram-ის არხებზე, Odnoklassnik-ის და Vkontakt-ზე ცდილობენ.
უკვე რამდენიმე დღეა რაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა რუსეთში Instagram -იც გამოირთოს.
სხვა ვარსკვლავებთან ერთად Telegram-ის არხი ქეთა თოფურიამაც გახსნა. მომღერალმა QR კოდი Instagram-ზე გამოაქვეყნა, საიდანაც “ვკონტაქტეზე” არის შესაძლებელი მასთან დაკავშირება.