ომის პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები – რუსეთ-უკრაინას დელეგაციებს შორის დღეს მორიგი შეხვედრა იგეგმება. სად შედგება მესამე რაუნდი უცნობია. ვლადიმერ ზელენსკის წარმომადგენელი, დავით არახამია ამბობს, რომ შეთანხმება ვერ შედგება იმ საკითხებზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიებს ეხება.
“პუნქტები, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია არის ყირიმი და ე.წ. დრონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარება, რასაც რუსეთი მოითხოვს. და აქ პოლიტიკოსებში არაა საქმე, ამას უკრაინელი ხალხი არასდროს დაუშვებს. ჩვენი პაოზიცია მყარია, მზად ვართ განვიხილოთ ყველა ვარიანტი, გარდა ამ ტერიტორიების აღიარებისა”, – თქვა დავით არახამიამ.
მისივე განცხადებით, ნატო მზად არაა უახლოეს 5-10 წელში უკრაინის გაერთიანების საკითხი განიხილოს, უკრაინა კი ეცდება მიიღოს გარანტიები ცალკეული ნატოს წევრი ქვეყნებისგან.