სურნელოვანი, გამორჩეული, ორიგინალური და, უბრალოდ, ძალიან ლამაზი – შესაძლოა, ასე დავახასიათოთ სანთლები, რომლებსაც აერთიანდებს ბრენდი – Candeli’o. თუ ერთხელ მაინც შეათვალიერებთ მათ პროდუქციას, აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, შეიძინოთ ის საკუთარი გარემოსთვის და აჩუქოთ საყვარელ ადამიანებს.
როგორ მზადდება აღნიშნული სანთლები და რა აძლევთ მათ საოცარ არომატს – „თბილისი თაიმსს“ ნინო ჩაჩხიანი ესაუბრა.
რისგან ამზადებთ სანთლებს?
Candelio-ს სანთლები მზადდება ნატურალური სოიოს ცვილისგან. არომატად კი ორგანულად სუფთა ეთერზეთები გამოიყენება.
რით არის თქვენი პროდუქტი სხვებისგან გამორჩეული?
Candeli’o-ს ძირითადი ხაზი ქილის სანთლებია, რომლის დეკორაციაც ბუნებრივი ყვავილები, სანთლის ორიგინალური ფიგურები და სხვადასხვა მასალაა. ვცდილობთ, დეკორაცია ჰარმონიაში იყოს მის არომატთან, ასევე, გვაქვს სანთლის ფიგურებიც, რომლებიც გამორჩეულობისთვის იხატება ხელით და ამით ჩვენი სანთლები ნამდვილად ყველასგან განსხვავდება.
უმთავრესად, ვინ არის თქვენი ნამუშევრების მომხმარებელი?
უმეტასად, საცალო გაყიდვებზე ვმუშაობთ და, ძირითადად, საჩუქრად ირჩევენ ჩვენს პროდუქციას, თუმცა, გვყავს კორპორატიული მომხმარებლებიც, რომლებიც ან თავიანთი სამუშაო სივრცის დეკორაციისთვის არჩევენ სანთლებს, ან თანამშრომლებისთვის საჩუქრად.
თუ გეგმავთ, სხვა სახის პროდუქტიც დაამზადოთ?
დიახ, უახლოეს პერიოდში გვექნება ახალი პროდუქციაც, რომელსაც ჯერ არ გავამჟღავნებთ რადგან სატესტო რეჟიმშია. ასევე, ახალი სანთლის ხაზი გვემატება, რომელსაც რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებთ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ