რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ “ასე თუ ისე” დაწესდებოდა, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში ხდებოდა.
“რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იყო, ქვეყანა გაუმკლავდება მათ და არ იცხოვრებს გაჭირვებაში”, – თქვა პუტინმა.
მანვე დასძინა, რომ მას მიაჩნია, რომ რუსეთის ეკონომიკა ახალ გამოწვევებს გაუმკლავდება იმპორტის ჩანაცვლებით.
“ხალხი მიხვდება, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც ჩვენ არ შეგვიძლია”, – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ზიანს აყენებს დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს.