უკრაინაში ამერიკულ ლაბორატორიებში მუშავდებოდა ბიოაგენტები, რომელთაც შეუძლიათ ეთნიკური ჯგუფები გაანადგურონ. ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა განაცხადა.
ამასთან, როგორც კირილოვი აცხადებს, პენტაგონის ინტერესია, გადამტანი მწერები, რომლებსაც საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელება შეუძლიათ.
იგორ კირილოვი ამბობს, რომ მსგავსი პროექტები ხორციელდება საქართველოს ბიოლოგიური ლაბორატორიის მონაწილეობით.
„არსებული დოკუმენტები ადასტურებს მრავალრიცხოვან შემთხვევებს ბიოლოგიური ნიმუშების საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეებისთვის გადაცემის შესახებ. დიდი ალბათობით, შესაძლებელია, საუბარი იმაზე, რომ აშშ-ს და მისი მოკავშირეების ერთ-ერთი ამოცანაა ბიოაგენტების შექმნა, რომელსაც შეუძლია არჩევითად გაანადგუროს მოსახლეობის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი“, – განაცხადა კირილოვმა.
მისი თქმით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან დოგერტის ინფექციური დაავადებების რეფერენს-ლაბორატორიაში 350 კრიოკონტეინერი სისხლის შრატის ნიმუშებია გადაცემულია, რაც ანტისხეულების ძიების მიზეზით გააკეთეს.
მანვე განაცხადა, რომ სხვა პროექტის ფარგლებში, კოდური ნომრით 68727 ЕN, რომელსაც გერმანია აფინანსებდა, ჰამბურგის ბერნარდ ჰორტის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტს უკრაინის სხვადასხვა ოლქიდან მოქალაქეთა სისხლის შრატის ათასი ნიმუში გადაეცა
ყველა მათგანი განეკუთვნებოდა სლავურ ეთნოსს.
გარდა ამისა, ამერიკელი სპეციალისტები უკრაინაში სწავლობდნენ მწერებს, რომლებსაც შეუძლიათ ინფექციების გადატანა.
„პენტაგონს აინტერესებს, ასევე, გადამტანი მწერები, რომლებსაც შეუძლიათ საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელება. მიღებული მასალების ანალიზმა დაადასტურა ხარკოვის ლაბორატორიიდან საზღვარგარეთ 140 კონტეინერის გატანა ღამურების ეკტოპარაზიტებით – რწყილებითა და ტკიპებით“, – განაცხადა კირილოვმა.
მისი აზრით, პროქტ „P-781“-ს ფარგლებში მოხდა ღამურების შესწავლა როგორც ბიოლოგიური იარაღის გადამტანი პოტენციური აგენტებისა.
„პრიორიტეტებს შორის აღნიშნულია ბაქტერიული და ვირუსული პათოგენები, რომელთა გადატანა შესაძლებელია ღამურებიდან ადამიანებზე: ჭირის, ლეპტოსპიროზის, ბრუცელოზის გამომწვევი აგენტები, ასევე კოროვირუსები და ფილოვირუსები“, – განაცხადა კირილოვმა.
მისი თქმით, ეს პროექტი განხორციელდა პენტაგონის კონტროლქვეშ არსებული საქართველოს ბიოლოგიური ლაბორატორიის მონაწილეობით, ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის და ამერიკის გეოლოგიური სამსახურის თანამშრომლობით.