უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა, რაზეც „პასუხისმგებლობა უკრაინას დაეკისრება“.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონიტორინგის სისტემებიდან მთლიანად გათიშულია.
„ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფაში ჩვენი სამხედროების მონაწილეობის იმიტაციისთვის, დამპყრობლები ცდილობენ, შექმნან ყალბი „მტკიცებულებები“ თავიანთი ვერსიის დასადასტურებლად. კერძოდ, ჰოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის მახლობლად, შენიშნეს რუსული რეფრიჟერატორი სატვირთო ავტომობილები, რომლებიც დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ცხედრებს აგროვებდნენ. არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ აგროვებენ ჩერნობილის ზონაში „ლიკვიდირებული დივერსანტებისთვის.
ამ დროისთვის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონიტორინგის სისტემებიდან მთლიანად გათიშულია. დიზელის გენერატორების რესურსი უსაფრთხოების სისტემების 48-საათიანი მუშაობის მხარდაჭერისთვისაა ხელმისაწვდომი. ოკუპანტებმა უარი თქვეს ამ სადგურზე სარემონტო სამუშაოებისთვის უკრაინელების შეშვებაზე. სამაგიეროდ, ალექსანდრ ლუკაშენკოს დავალებით, იქ „ბელარუსი სპეციალისტები“ შევიდნენ. მათ შორის ატომური მუშაკების საფარქვეშ ასევე არიან რუსებიც, ტერაქტის ორგანიზებისთვის“, – აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.