რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის დიქტატორ პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრისას თქვა, რომ საბჭოთა კავშირი სანქციების ქვეშ ცხოვრობდა, მაგრამ “კოლოსალურ წარმატებებს მაინც აღწევდა”. პუტინი და ლუკაშენკო რუსეთის უკრაინაში შეჭრის პასუხად დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს განიხილავდნენ.
“საბჭოთა კავშირი მთელი დრო ნამდვილად ცხოვრობდა საქნციების ქვეშ და ვითარდებოდა, აღწევდა კოლოსალურ წარმატებებს”. – დაეთანხმა პუტინი ლუკაშენკოს.
ლუკაშევნკომ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დროს მუდამ სანქციების ქვეშ იყვნენ, მაგრამ “ნორმალურად ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ”.
“ახლა ეკონომიკას მასობრივად ურტყამენ, მაგრამ ბოლო წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ სადაც დასავლელები შეზღუდვებს გვიწესებდნენ, ჩვენ იქ ახალი კომპეტენცია შევიძინეთ და აღვადგინეთ ძველი, ახალ ტექნოლოგიურ დონეზე. ეს ყველაფერი მუშაობს და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ უფრო ძლიერები გავხდებით. ეს არის შესაძლებლობის დრო, რომ ტექნოლოგიურ-ეკონომიკურ სუვერენიტეტზე ვიმუშაოთ”. – დაამატა პუტინმა.