„უსამართლო ომი ხდება ევროპის გულში, უნდა დასრულდეს!“ – ასე ეხმიანება მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.
მართლმადიდებლური სამყაროს სულიერი ლიდერი სისხლისღვრის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და ამასთანავე უკრაინელი ერი ძლიერებისთვისა და ერთიანობისთვის შეაქო.
„ჩვენი უფალი და მხსნელი იესო ქრისტე არის „მშვიდობის ღმერთი“ – თქვა პატრიარქმა ქადაგებისას.
„ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყონებლივ შეწყვიტოს ცეცხლი ომის ყველა ფრონტზე…“ – აცხადებს მსოფლიო პატრიარქი.
საინტერესოა ისიც, რომ მსოფლიო პატრიარქი პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს იშვიათად აკეთებს. როგორც მან აღნიშნა, მოხარულები არიან რუსეთის მოქალაქეების გაბედული რეაქციით სისხლისღვრაზე, რაშიც საპროტესტო აქციებზე გამოსული ათასობით ადამიანი იგულისხმა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა