საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პურის მწარმოებლებს მარაგი ეწურებათ. აღნიშნულმა მოსახლეობაში ინტერესი გამოიწვია – რამდენად არის ეს სიმართლე. თემის შესახებ “თბილისი თაიმსთან” პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ ისაუბრა.
“იყო ლოჯისტიკური შეფერხება. მიზეზი კი გახლდათ დიდთოვლობა ლარსზე. დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ის გზა იყო ჩაკეტილი. საიდანაც ფქვილის ძირითადი ნაწილი შემოდის. როგორც ვიცით, ხორბალი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მიუხედავ ამისა, ის, გარკვეული რაოდენობით, მაინც შემოვიდა და წისქვილებში ხორბალი არის.
აქ არის ორი ძალიან საინტერესო მომენტი – ხორბლით უზრუნველყოფილები ვართ, ფქვილიც შემოვიდა. თუ ფქვილს საქართველოში ვაწარმოებთ (როგორც ვიცით, ელექტროენერგია გაძვირდა), ერთი ტომარა ფქვილი საკმაოდ ძვირი დაგვიჯდება. რუსული ფქვილი ბევრად იაფი ღირს – სხვაობა, დაახლოებით, 10-12 ლარია. ყველა საცხობში არის ათდღიანი მარაგი. ახლაც კიდევ შემოდის”, – განმარტა მალხაზ დოლიძემ.