შვედეთში, ქალაქ მალმიოში სკოლის მოსწავლემ ორი მასწავლებელი მოკლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 18 წლის ახალგაზრდა. პოლიციამ მისი დაკავებისას ამოიღო ნაჯახი და დანა. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ინფორმაციით, დაჭრილი პედაგოგები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორივე მათგანი იქ გარდაიცვალა.