სომხური მედია წერს, რომ 25 მარტის შუადღიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეჟიმი დაარღვიეს, იყენებენ დამრტყმელ უპილოტო თვითმფრინავებს, მათ შორის, TB-2-ის ტიპის ბაირაქტარს.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება , ამის შესახებ განცხადება ე.წ. არცახის რესპუბლიკის თავდაცვის არმიამ გაავრცელა. სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის მოქმედების შედეგად თავდაცვის არმიის ორი ჯარისკაცი დაკარგა. დაშავებულთა რაოდენობა დგინდება. 14:00 საათისთვის, ოპერატიულ-ტაქტიკური ვითარება ყარაბაღის აღმოსავლეთ საზღვარზე კვლავ უკიდურესად დაძაბულია.
წყარო : pia.ge