სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტების გახსნა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა ტელემარათონის დროს განაცხადა.
„დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა დღეს დაკავებული რომ იყვნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“, – აღნიშნა დანილოვმა.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ყურადღება გაამახვილა ოფიციალური ტოკიოს განცხადებაზეც, რომლის თანახმადაც კურილის ოთხი კუნძული უშუალოდ იაპონიას ეკუთვნის, რის შემდეგადაც რუსეთის ფედერაციამ წვრთნები დაიწყო.