8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 31 მარტს შარტავას ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, კვლავ მძიმეა.
„ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კვლავ საჭიროებს მეთვალყურეობას. ამჟამად რეანიმაციაშია. ცოტა დრო არის გასული ტრავმის მიღებიდან და ადრეა დადებით პროგნოზზე საუბარი.
ხუთი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია ჩატარდა სისხლძარღვებზე, ასევე დასჭირდა უროლოგიური ოპერაცია და ოპერაცია ჩატარდა მენჯზე. საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია.
რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერაცია.
მდგომარეობა ახლა არის მძიმე, გაუარესება ჯერჯერობით არ გვაქვს. ძალიან ცოტა დრო არის გასული ტრამვიდან და ჯერ რაიმენაირ პროგნოზზე საუბარი ადრეა“. – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
წყარი : ფორტუნა