ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, მესტიაში, ამბროლაურსა და თიანეთში დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მესტიაში, ამბროლაურსა და თიანეთში უკვე არსებული სამედიცინო დაწესებულებები დიალიზის თერაპიისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება და პაციენტებს პროფესიონალი მედპერსონალი მოემსახურება:
„ქალაქების იდენტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე,
თიანეთის, მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, დიალიზის ცენტრები, საქართველოს კიდევ 4 ქალაქში, ეტაპობრივად გაიხსნება“.