საუდის არაბეთში, 24 საათის განმავლობაში, სიკვდილით 81 კაცი დასაჯეს, მათ შორის შვიდი იემენელი და ერთი სირიის მოქალაქეა, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
„ეს პირები გასამართლდნენ სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის – უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობისთვის. ამასთან, მათ დანაშაულთა შორისაა ისეთი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციებისადმი ერთგულების აღთქმა, როგორებიცაა ISIS-ი, „ალ-ქაიდა“ და სხვა. ბრალდებულებს ჰქონდათ ადვოკატის აყვანის უფლება და გარანტირებული იყო ყველა უფლება სასამართლო პროცესის დროს”, – ნათქვამია საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.