პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი კახა გულორდავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილ კახა გულორდავას აღმკვეთ ღონისძიებად 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გულორდავამ უკვე დატოვა სასამართლო დარბაზი.
გულორდავას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე ორი დღის წინ დაჭრილი იპოვეს. ეჭვმიტანილმა კახა გულორდავამ პოლიციელს ყური მოაჭრა, სცემა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ადგილზე დატოვა. შემთხვევა ზუგდიდში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, პატრულმა გულორდავას მეუღლის გაუპატიურება სცადა.
14.11.13