არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხრივ პოზიტიური მოლოდინები არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება.
„გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში – უბედურება, ტრაგედია ომი. ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარებას შევუწყოთ ხელი. არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სახელმწიფოს დაცვას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.