ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში, შეიარაღებული პირები მოსახლეობაზე თავდასხმებს არ წყვეტენ – მათ მიერ მოკლულთა რაოდენობა 154-ს გაუტოლდა, საკუთარი სახლი 4 800-მდე ადამიანმა დატოვა, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
პირები, რომლებიც მოტოციკლებით გადაადგილდებიან, ესვრიან სახლებსა და სხვადასხვა დაწესებულებას. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, თავდასხმებზე პასუხისმგებელნი არიან შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებები და ბოკო ჰარამის მებრძოლები.
კრიმინალური დაჯგუფებები წლებია, მოსახლეობას ატერორებენ, ზოგს კლავენ, ზოგს კი, გამოსასყიდის მიღების მიზნით, იტაცებენ.