რამდენიმე დღის წინ მარნეულში ჩვილის ცხედრის ექსჰუმაცია მოხდა. ქალმა, რომელმაც ადგილობრივ საავადმყოფოში ნოემბერში იმშობიარა, კოვიდი გადაიტანა, ვირუსი შეხვდა ჩვილსაც, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ქალს უთხრეს, რომ ბავშვი კოვიდ გართულებით დაიღუპა, თუმცა გარდაცვლილის ნახვის შემდეგ ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს მათი ჩვილის ცხედარი არ ყოფილა. მიუხედავად ამისაб ბავშვი დაკრძალეს.
საქმეში ახალი გარემოების გამო, ოჯახმა პოლიციას მიმართა,რის შემდეგაც მოხდა ექსჰუმაცია. ამჟამად, ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება. თუ მშობლების ეჭვი დადასტურდა, არ არის გამორიცხული კონკრეტული მედპერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
წყარო : პრაიმ თაიმი