ისრაელის პრემიერის პრეს სამსახურის ცნობით ამ ქვეყნის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრს მითითება გაუგზავნა, რომელშიც ითხოვს, დასავლეთ იორდანიის სანაპიროებზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელური დასახლებების მშენებლობის შეჩერებას.
ნეთანიაჰუმ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მის მიმართ საერთაშორისო ზეწოლის გაზრდის გამო, რომელთა აზრითაც ახალი მშენებლობები კიდევ უფრო გაამწვავებენ რეგიონში მდგომარეობას.
პალესტინის ხელისუფლების განცხადებით, თუ თელ-ავივი არ შეაჩერებს ამ მშენებლობებს, მაშინ, ისინი ბოლო წერტილს დაუსვამენ სამშვიდობო პროცესს, რომელიც ჯონ კერრის ინიციატივით ახლიდან დაიწყო.
15.11.13
Discussion about this post