რა არის ფანატიზმი, რამდენად გადაუჭრელია ეს პრობლემა და რა მახასიათებლები აქვს ადამიანს, რომელიც ამ მოვლენით არის შეპყრობილი – ფანატიზმი გულისხმობს გაუთვითცნობიერებელ, გაუაზრებელ რწმენას რაიმე საგნის ან მოვლენის-პროცესის მიმართ. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფსიქიკური დაავადებაა, თანაც – ძალიან სერიოზული.
ტერმინი “ფანატიზმი” განიმარტება, როგორც ბრმა, უპირობო ერთგულება რწმენისადმი, უმეტესწილად – რელიგიურ-ფილოსოფიურ, ნაციონალურ თუ პოლიტიკურ სფეროში; როგორც წესი, შეუწყნარებელი სხვის მოსაზრებებისა თუ შეხედულებისადმი.
საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს “ფანატიზმი” მოზარდებში. ჩვენ გარშემო ძალიან ბევრის და, შესაძლოა, ჩვენივე გამოცდილებით, ხსენებულ ასაკში ადამიანების, საგნების გაფანატება არის მოვლენა, რომელიც დროებითია. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ინტერესი მცირდება და ქრება. თუმცა, შესაძლოა, ამ “დაავადებამ” სხვა მოცემულობაზე გადაინაცვლოს. ამასთან, ზედმეტად გადაჭარბებულმა ფანატიზმმა შესაძლოა, გაცილებით უარესი შედეგები გამოიწვიოს.
უნდა ვიცოდეთ, რომ სიტყვა “ფანატიზმი” ლათინურიდან ითარგმნება, როგორც “სიგიჟე”. ეს დაავადება იმდენად მძაფრია, რომ მოკლებულია საღ აზრს, ფანატიკოსისთვის უინტერესოა გარშემომყოფების შეფასებები კონკრეტული საგნების მიმართ – მეტიც, ის იწვევს აგრესიასა და აღშფოთებას.
საერთაშორისი კლასიფიკაციის მიხედვით, ფანატიზმის შვიდი ტიპი გამოიყოფა:
პოლიტიკური;
ჯანმრთელობა;
იდეოლოგიური;
სამეცნიერო;
რელიგიური;
სპორტი;
კულტურული.
ფანატიზმის ფსიქოლოგიის თანახმად, ადამიანს ამ დაავადებისკენ შემდეგი მიზეზები უბიძგებს:
სხვისი წარმატების შური;
დაბალი თვითშეფასება;
ცნობილი ადამიანი, რომელმაც ყველაფერს მიაღწია და ბრწყინავს.
ფანატიზმისგან თავის დაღწევა შესაძლებელია – ამისთვის უპირველესია, ჩვენ საკუთარ თავში დავინახოთ, რა არის სწორი და რა – არასწორი. მეტი დრო უნდა გავატაროთ მეგობრებთან და ჩავერთოთ შესაბამის აქტივობებში. უმთავრესია, ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება და შესაბამის რჩევებს მოგვცემს, როგორ განვიკურნოთ ფანატიზმისგან.