პოლონეთმა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დღეს დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე განხორციელებული თავდასხმების გამო რუსეთს ბოდიში მოუხადა.
პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ საელჩოს შენობის წინ მომხდარ სამარცხვინო ფაქტს გამართლება არ აქვს, თუმცა რუსი ნაციონალისტები ამ ბოდიშმა არ დააკმაყოფილა. პროტესტის ობიექტი გუშინ მოსკოვში მდებარე პოლონეთის საელჩო გახდა. მომიტინგეებმა საელჩოს კვამლმდენი მომბები ესროლეს.
ინციდენტის შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის დამოუკიდებლობის 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დროს, ორშაბათს, ათასობით ადამიანმა მსვლელობა მოაწყო და ზოგიერმა მათგანმა რუსეთის საელჩოს ქვები და ჯოხები დაუშინეს, დაცვის ჯიხურსა და ნაგვის კონტეინერს კი ცეცხლი წაუკიდეს.
15.11.13